ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

24 ივნისი, 2026

ბიზანტიური კულტურის მუზეუმის წიგნისა და ქაღალდის კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ვიზიტი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია გიორგიოს ბუდალესი, ბიზანტიური კულტურის მუზეუმის წიგნისა და ქაღალდის კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ვიზიტი შედგა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხელნაწერი წიგნის ყდის ინტერდისციპლინური კვლევა (ქართულენოვანი მონოგრაფია ვრცელი ინგლისური ანოტაციით)” ფარგლებში.

დოქტორ ბუდალესს სამუშაო შეხვედრები ჰქონდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრებთან, სადაც განხილულ იქნა ხელნაწერი წიგნის ყდის კვლევასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, კვლევის მეთოდოლოგიური ასპექტები და საერთაშორისო გამოცდილება.

სამუშაო პროგრამის ფარგლებში სტუმარმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „ბიზანტიური ხელნაწერისა და ივერონის ქართული კოლექციის ყდების შესახებ“, რომელმაც მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია როგორც პროექტის მონაწილეთა, ისე ხელნაწერთმცოდნეობის, კონსერვაციისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევით დაინტერესებულ პირთა შორის.

ვიზიტის დასასრულს მხარეებმა განიხილეს სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი კვლევების, პროფესიული გამოცდილების გაცვლისა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

დოქტორ გიორგიოს ბუდალესის ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული და საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციების თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის განვითარების მიმართულებით.